24 September 2011

თემა   ათწილადები   (მეორე გაკვეთილი)
მიზნები
შეძლოს ათწილადი რიცხვების წაკითხვა და გამოყენება ყოფაცხოვრების სხვადასხვა სფეროში;
გამოუმუშავდეს ათწილადი თანრიგის მიხედვით ციფრის მნიშვნელობის დასახელების უნარი.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა
მათ.VI.1. კითხულობს სასრულ ათწილადის ჩანაწერს; უთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების შედარებისა და დალაგებისას (მათ შორის რიცხვით სხივზე);
გამოსახავს წილადს უკვეცი ფორმით; გამოსახავს წილადს სასრული  ათწილდით შესაბამის შემთხვევაში.
აქტივობები1.საშინაო დავალების შემოწმება (5 წ)  2-3 მოსწავლეს ეძლევა საშუალება არგუმენტირებული მსჯელობით პრეზენტაცია გააკეთოს პრობლემურ დავალებებზე.
2. კითხვა-პასუხი
მოსწავლეებს ვეკითხებით წილადების ათწილადებად ჩაწერის პრინციპებს და პირიქით ათწილადების წილადებად ჩაწერას; კონკრეტული რიცხვების მაგალითზე ვთხოვთ ათწილადი თანრიგის მიხედვით ციფრის მნიშვნელობის დასახელებაში.
3. აქტიური მოსმენა - ვუხსნით როგორ ჩაწეროს ათწილადი სათანრიგო ჯამის სახით. კლასთან ერთად ვაკეთებთ მაგალითებს.
4. ცხრილების შევსება - კლასთან ერთად ვავსებთ სათანრიგო ცხრილებს. მოსწავლეები ასაბუთებენ ციფრის მნიშვნელობას და მის განთავსებას შესაბამის უჯრედში.
5. წყვილებში სამუშო (6 წუთი). 3 წუთის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, შემდეგი 3 წუთის განმავლობაში აჯერებენ და აფასებენ ერთმანეთის შესრულებულ სამუშაოს კომენტარებით.
6. გაკვეთილის შეჯამება;
7. შეფასება
8. დავალება
შეფასებაშეფასდება წყვილებში სამუშოს მიხედვით ათწილადებად ჩაწერისა და დასაბუთების უნარი . კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი მარკერები, სათანრიგო ცხრილი.
კომენტარი

No comments: