თემა | ათწილადები |
---|---|
მიზნები | ისწავლოს რიცხვის ჩაწერის განსხვავებული ფორმა; შეძლოს ათწილადი რიცხვების და მათზე მოქმედებების გამოყენება მათემატიკაში. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.1 გამოსახავს ათწილადებს სხვადასხვა სახით (მათ შორის რიცხვით
სხივზე); წერს სასრულ ათწილადს წილადის სახით; კითხულობს სასრულ ათწილადის ჩანაწერს; უთითებს თანრიგებს და
ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების
შედარებისა და დალაგებისას (მათ შორის რიცხვით სხივზე).
|
აქტივობები | 1.მასწავლებელს მოჰყავს ათწილადების გამოყენების ყოფითი ყოფითი მაგალითები და მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს რიცხვების ასე ჩაწერის საჭიროებაზე. 2. როგორ ჩავწეროთ წილადები ათწილადის სახით? მოსწავლეებს ამ ეტაპზე ვთავაზობთ წილადებს 10-ის მნიშვნელით. 3. დაფაზე ვაკრავთ შეუვსებელ სათანრიგო ცხრილს და მოსწავლეებს ჩავაწერინებთ მასში ჯერ ათწილად რიცხვს, შემდეგ შესაბამის თანრიგებს. მოსწავლეებს ხაზგასმით მივანიშნებთ მთელი და წილადი ნაწილების შესახებ. 4.ამოცანები მთელ კლასთან ერთად. ტესტებს პასუხობენ ადგილიდან. ყველა პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5. დამოუკიდებელი სამუშო ეძლევათ 5 წუთი. ერთ-ერთი მოსწავლე აკეთებს დავალების პრეზენტაციას. პრობლელმის შემთხვევაში ვმსჯელობთ კლასთან ერთად (3 წუთი) 6. გაკვეთილის შეჯამება; 7. შეფასება 8. დავალება |
შეფასება | შეფასდება ინდივიდუალური სამუშოს მიხედვით ათწილადებად ჩაწერისა და დასაბუთების უნარი . კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით. |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი მარკერები, სათანრიგო ცხრილი. |
კომენტარი |
23 September 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment