09 October 2011

თემა   ათწილადების შეკრება
მიზნები
  • ისწავლოს ათწილადების შეკრება;
  • გაიაზროს და დააკავშიროს შეკრების პროცესი რიცხვის ჩაწერის პოზიციურ სისტემას;
  • გამოუმუშავდეს შეკრების შედეგის შეფასების უნარი დამრგვალების საშუალებით.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა

მათ.VI.2. იყენებს რაციონალური რიცხვის ჩაწერის ევივალენტურ ფორმებს და არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებებს გამოთვლების გასამარტივებლად  (მაგალითად, მათი ზეპირად შესრულებისას) 
მათ.VI.4. გამოთვლებზე ამოცანის ამოხსნისას მსჯელობს რა უფრო მიზანშეწონილია არითმეტიკულ მოქმედებათა შედეგის შეფასება თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა.
აქტივობები1.საშინაო დავალების შემოწმება (5 წ)  2-3 მოსწავლეს ეძლევა საშუალება არგუმენტირებული მსჯელობით პრეზენტაცია გააკეთოს პრობლემურ დავალებებზე.
2. ყოფითი მაგალითები - სიტუაცია მაღზიაში, რემონტის დროს. განვიხილავთ ამ სიტუაციებს ათწილადების შეკრების კონტექსტში.
მოსწავლეებს ვეკითხებით წილადების ათწილადების ჩაწერის პრინციპებს და მივუთითებთ ათწილადების შეკრების დროს თანრიგების მიხედვით ჩაწერრის მნიშვნელობაზე.
3. ინდივიდუალური სამუშაო - მოსწავლეებს ინდივიდუალურად ეძლევათ შეკრების მაგალითები. დავალების დასრულების შემდეგ გვერდიგვერდ მჯდომი მოსწავლეები ცვლიან რვეულებს და ამოწმებენ დავალების სისწორეს.
4. გამოსახულება ექვსი შესაკრებით -  ამ მაგალითით მოსწავლეებს ვაძლევთ საშუალებას იმსჯელონ გადანაცვლებადობისა და ჯუფდებადობის გამოყენების საჭიროებაზე. თუ რამდენად ამარტივებს თვისებების გამოყენება შეკრების პროცესს.
5. გაკვეთილის შეჯამება;
6. დავალება
შეფასებაშეფასდება ინდივიდუალური სამუშოს მიხედვით. კლასთან ერთად მუშაობის დროს შეკრების თვისებების გამოყენების უნარის მიხედვით.
რესურსებიწიგნი, რვეული, დაფა, ფერადი მარკერები, სათანრიგო ცხრილი.
კომენტარი