თემა | ნატურალური რიცხვების ჩაწერა და დალაგება |
---|---|
მიზნები | გაიხსენონ ნატურალური რიცხვების ჩაწერა და მათი წარმოდგენა გაშლილი ფორმით; იმსჯელონ რიცხვის ჩაწერის პოზიტიურ სისტემაზე, თანრიგებზე და კლასებზე; შეადარონ ნატურალური რიცხვები; განუვითარდეთ მსჯელობა დასაბუთების უნარი. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.1. მოცემული (მაგალითად, ხუთი, ექვსი
ან შვიდი) ციფრებით ქმნის უდიდეს/უმცირეს (ხუთნიშნა, ექვსნიშნა
ან შვიდნიშნა) რიცხვს;
მათ.VI.4. იყენებს პოზიციური სისტემის შესახებ ცოდნას,
ამოწურვის და გამორიცხვის ხერხებს ამოცანების ამოხსნისას
|
აქტივობები | 1. მასალის გამეორება აქტიური მოსმენით 2.შვიდნიშნა ნატურალური რიცხვის სათანრიგო ცრილის შევსება. მსჯელობენ პოზიციურ სისტემაზე და ციფრის მნიშვნელბაზე მისი პოზიციის მიხედვით. კლასებად დაყოფის მნიშვნელობაზე დიდი რიცხვების წაკითხვის დროს. უდიდესი და უმცირესი, მომდევნო და წინა რიცხვებზე. 3. მუშობა მთელ კლასთან. წარმოვადგენთ რიცხვებს გაშლილი ფორმით და პირიქით. 4. ინდივიდუალური დავალება. #12, 15, 18, 25, 28 5. დავალების განხილვა 6. გაკვეთილის შეჯამება 7. შეფასება, დავალების მიცემა |
შეფასება | მოსწავლეები შეფასდებიან მიმდინარე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. მათი ცოდნა შეფასდება: კითხვებზე პასუხით, ინდივიდუალური დავალებით, მსჯელობის უნარით |
რესურსები | ბორდმარკერის დაფა, ფერადი მარკერები |
კომენტარი | შეიძლება მომზადდეს პრეზენტაცია თანრიგებზე და კლასებზე უფრო ეფექტური აღქმისათვის. |
17 September 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment