გაკვეთილის მთავარი თემა
|
ღერძული სიმეტრია
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური, VI-2 კლასი
|
გაკვეთილის ესგ-სთან შესაბამისობა
|
მათ. VI.8. მოსწავლეს შეუძლია
გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება.
· აგებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე;
· პოულობს ფიგურათა სიმეტრიული კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს და ასაბუთებს
პასუხს (მაგალითად, გადაკეცვით, სარკის გამოყენებით, კომპიუტერში ფიგურის ერთი მეორეზე დადებით).
ის
ტექნ. VI.1.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ უნდა:
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან სამკუთხედის სახეები, წრის ელემენტები, მართკუთხედის თვისებები. იციან რა არის წრფე და ფლობენ "smartboard"-თან და პროგრამა "GeoGebra"-სთან მუშაობის ელემენტარულ უნარებს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასდება მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახაზების სისწორე (იგულისხმება, როგორ სიმეტრიული ფიგურების ხაზვა ასევე სიმეტრიის ღერძის გავლება) და სიმეტრიის შესახებ დასაბუთებული მსჯელობა.
შეფასდება ინდივიდუალურად შესრულებული "online" ტესტები და წყვილებში შესრულებული სამუშაო. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
წინასწარ გამზადებული პრეზენტაცია, "smartboard", პროგრამა "GeoGebra" , Ixl-ის "online" ტესტები
( http://www.ixl.com/math/grade-6/symmetry ) |
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
1 აქტივობა: გაკვეთილის თემის და მიზნების გაცნობა (2 წთ)
2 აქტივობა: პრეზენტაცია - მასწავლებელი საუბრობს სიმეტრიაზე და მის კავშირზე სამყაროსთან. თუ რას ნიშნავს სიმეტრიის ღერძი, თავისთავში ასახვა, ასიმეტრია. (8 წთ) 3 აქტივობა: სმარტბორდზე პროგრამა " გეოგებრას გამოყენებით" მოსწავლეები მასწავლებლის დავალებით ხაზავენ: ტოლგვერდა სამკუთხედს, მართკუთხედს და სხვადასხვაგვერდა სამკუთხედს. კითხვა: რომელი ფიგურაა სიმეტრიული და რომელი არა? გაავლეთ სიმეტრიის ღერძი და დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება. რამდენი სიმეტრიის ღეძი აქვს ტოლგვერდა სამკუთხედს? მართკუთხედს? (10 წთ) 4 აქტივობა: ინტერნეტის გამოყენებით (Ixl.com) მოსწავლეები ინდივიდუალურად დაფასთან პასუხობენ ონლაინ ტესტებს: სიმეტრიულია თუ არა ფიგურა. (6 წთ) 5. აქტივობა: მასწავლებელი სმარტბორდზე პროგრამა " გეოგებრას გამოყენებით" ხაზავს წრეს და კლასთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა, რატომ აქვს წრეს უამრავი სიმეტრიის ღერძი. (5 წთ) 6. აქტივობა: დავალება წყვილებში (3 წთ) . ერთ-ერთი მოსწავლე ხაზავს სმარტბორდზე პროგრამა " გეოგებრას გამოყენებით" ტოლფერდა სამკუთხედს, წესიერ ექვსკუთხედს და კვადრატს. მოსწავლეებს ევალებათ დაადგინონ სიმეტრიის ღერძების რაოდენობა. მასწავლებელი დაფასთან დავალების შესასრულებლად ირჩევს იმ წყვილს, რომელმაც სრულყოფილად ვერ შეასრულა დავალება, რათა შეცდომაზე მსჯელობის დროს მოსწავლეების მხრიდან უფრო სიღრმისეულად იყოს განხილული დავალება. (5 წთ) 7. გაკვეთილის შეჯამება და შეფასება: მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი კომენტარებით და მიმდინარე განმსაზღვრელი ქულებით. (3 წთ) 8. დავალება ჩნდება ეკრანზე და მოსწავლეებს ეძლევათ მოკლე მითითება მათ შესასრულებლად. (2 წთ) |
თებ/მარტი/აპრ/მაისი
გაკვეთილი სმარტბორდის გამოყენებით
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment