თემა | წილადები |
---|---|
მიზნები | გაიხსენოს წილადის ცნება; განმარტოს და გამოიყენოს მნიშვნელისა და მრიცხველის შინაარსი; შეაფასოს და შეადაროს წილადები. მოახდინოს წილადების გეომეტრიული ინტერპრეტაცია. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.1.
წილადის გამოსახულებაში უთითებს მის მთელ და წილად
ნაწილებს, წილადის მრიცხველს და მნიშვნელს; იყენებს ამ ცოდნას წილადების შეფასების/შედარებისა და დალაგებისას;
|
აქტივობები | 1. გონებრივი იერიში ა) მოსწავლეებს ვთხოვთ დაასახელონ წილადები. დაფაზე ვწერთ არეულად; ბ) გავახსენებთ წილადის ცნებას და წილადის სახეებს; გ) წინასწარ გამზადებულ ცხრილში მოსწავლეებს გადავატანინებთ მათ მიერ ნაკარნახებ წილადებს. მოვახდენთ მათ კლასიფიკაციას ჯერ წესიერი და არაწესიერი წილადების მიხედვით, შემდეგ 1-თან შედარებით. შევაჯამებთ და განვაზოგადებთ თვისებებს 2. პრაქტიკული დავალებების ამოხსნა წყვილებში; 3. დავალების განხილვა შეფასება; 4. წილადების გეომეტრიული გამოსახვა მრავალკუთხედებისა და რიცხვითი სხივის მაგალითზე. 5. პრაქტიკული მაგალითების განხილვა მთელ კლასთან ერთად 6. გაკვეთილის შეჯამება 7. შეფასება დავალების მიცემა |
შეფასება | შეფასდება მოსწავლის უნარი მოახდინოს წილადების კლასიფიკაცია თვისებების მიხედვით; მონიშნოს წილადი რიცხვით სხივზე; გამოსახოს გეომეტრიულად მაგ: მრავალკუთხედის დაყოფის მაგალითზე |
რესურსები | ფლიფჩატის ქაღალდზე დახაზული ცხრილი |
კომენტარი |
18 September 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment