თემა | ათწილადების შეკრება |
---|---|
მიზნები |
|
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.2. იყენებს რაციონალური რიცხვის
ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს და
არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებებს გამოთვლების გასამარტივებლად (მაგალითად, მათი ზეპირად შესრულებისას)
მათ.VI.4. გამოთვლებზე ამოცანის ამოხსნისას მსჯელობს რა უფრო მიზანშეწონილია არითმეტიკულ
მოქმედებათა შედეგის შეფასება თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა.
|
აქტივობები | 1.საშინაო
დავალების შემოწმება (5 წ) 2-3 მოსწავლეს ეძლევა საშუალება
არგუმენტირებული მსჯელობით პრეზენტაცია გააკეთოს პრობლემურ დავალებებზე. 2. ყოფითი მაგალითები - სიტუაცია მაღზიაში, რემონტის დროს. განვიხილავთ ამ სიტუაციებს ათწილადების შეკრების კონტექსტში. მოსწავლეებს ვეკითხებით წილადების ათწილადების ჩაწერის პრინციპებს და მივუთითებთ ათწილადების შეკრების დროს თანრიგების მიხედვით ჩაწერრის მნიშვნელობაზე. 3. ინდივიდუალური სამუშაო - მოსწავლეებს ინდივიდუალურად ეძლევათ შეკრების მაგალითები. დავალების დასრულების შემდეგ გვერდიგვერდ მჯდომი მოსწავლეები ცვლიან რვეულებს და ამოწმებენ დავალების სისწორეს. 4. გამოსახულება ექვსი შესაკრებით - ამ მაგალითით მოსწავლეებს ვაძლევთ საშუალებას იმსჯელონ გადანაცვლებადობისა და ჯუფდებადობის გამოყენების საჭიროებაზე. თუ რამდენად ამარტივებს თვისებების გამოყენება შეკრების პროცესს. 5. გაკვეთილის შეჯამება; 6. დავალება |
შეფასება | შეფასდება ინდივიდუალური სამუშოს მიხედვით. კლასთან ერთად მუშაობის დროს შეკრების თვისებების გამოყენების უნარის მიხედვით. |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი მარკერები, სათანრიგო ცხრილი. |
კომენტარი |
09 October 2011
24 September 2011
თემა | ათწილადები (მეორე გაკვეთილი) |
---|---|
მიზნები |
შეძლოს ათწილადი
რიცხვების წაკითხვა და გამოყენება ყოფაცხოვრების სხვადასხვა სფეროში;
გამოუმუშავდეს ათწილადი თანრიგის
მიხედვით ციფრის მნიშვნელობის დასახელების უნარი. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.1. კითხულობს სასრულ
ათწილადის ჩანაწერს; უთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების
მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების შედარებისა და დალაგებისას (მათ შორის რიცხვით
სხივზე);
გამოსახავს წილადს უკვეცი ფორმით; გამოსახავს წილადს სასრული ათწილადით შესაბამის შემთხვევაში. |
აქტივობები | 1.საშინაო დავალების შემოწმება (5 წ) 2-3 მოსწავლეს ეძლევა საშუალება არგუმენტირებული მსჯელობით პრეზენტაცია გააკეთოს პრობლემურ დავალებებზე. 2. კითხვა-პასუხი მოსწავლეებს ვეკითხებით წილადების ათწილადებად ჩაწერის პრინციპებს და პირიქით ათწილადების წილადებად ჩაწერას; კონკრეტული რიცხვების მაგალითზე ვთხოვთ ათწილადი თანრიგის მიხედვით ციფრის მნიშვნელობის დასახელებაში. 3. აქტიური მოსმენა - ვუხსნით როგორ ჩაწეროს ათწილადი სათანრიგო ჯამის სახით. კლასთან ერთად ვაკეთებთ მაგალითებს. 4. ცხრილების შევსება - კლასთან ერთად ვავსებთ სათანრიგო ცხრილებს. მოსწავლეები ასაბუთებენ ციფრის მნიშვნელობას და მის განთავსებას შესაბამის უჯრედში. 5. წყვილებში სამუშო (6 წუთი). 3 წუთის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, შემდეგი 3 წუთის განმავლობაში აჯერებენ და აფასებენ ერთმანეთის შესრულებულ სამუშაოს კომენტარებით. 6. გაკვეთილის შეჯამება; 7. შეფასება 8. დავალება |
შეფასება | შეფასდება წყვილებში სამუშოს მიხედვით ათწილადებად ჩაწერისა და დასაბუთების უნარი . კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით. |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი მარკერები, სათანრიგო ცხრილი. |
კომენტარი |
23 September 2011
თემა | ათწილადები |
---|---|
მიზნები | ისწავლოს რიცხვის ჩაწერის განსხვავებული ფორმა; შეძლოს ათწილადი რიცხვების და მათზე მოქმედებების გამოყენება მათემატიკაში. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.1 გამოსახავს ათწილადებს სხვადასხვა სახით (მათ შორის რიცხვით
სხივზე); წერს სასრულ ათწილადს წილადის სახით; კითხულობს სასრულ ათწილადის ჩანაწერს; უთითებს თანრიგებს და
ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების
შედარებისა და დალაგებისას (მათ შორის რიცხვით სხივზე).
|
აქტივობები | 1.მასწავლებელს მოჰყავს ათწილადების გამოყენების ყოფითი ყოფითი მაგალითები და მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს რიცხვების ასე ჩაწერის საჭიროებაზე. 2. როგორ ჩავწეროთ წილადები ათწილადის სახით? მოსწავლეებს ამ ეტაპზე ვთავაზობთ წილადებს 10-ის მნიშვნელით. 3. დაფაზე ვაკრავთ შეუვსებელ სათანრიგო ცხრილს და მოსწავლეებს ჩავაწერინებთ მასში ჯერ ათწილად რიცხვს, შემდეგ შესაბამის თანრიგებს. მოსწავლეებს ხაზგასმით მივანიშნებთ მთელი და წილადი ნაწილების შესახებ. 4.ამოცანები მთელ კლასთან ერთად. ტესტებს პასუხობენ ადგილიდან. ყველა პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5. დამოუკიდებელი სამუშო ეძლევათ 5 წუთი. ერთ-ერთი მოსწავლე აკეთებს დავალების პრეზენტაციას. პრობლელმის შემთხვევაში ვმსჯელობთ კლასთან ერთად (3 წუთი) 6. გაკვეთილის შეჯამება; 7. შეფასება 8. დავალება |
შეფასება | შეფასდება ინდივიდუალური სამუშოს მიხედვით ათწილადებად ჩაწერისა და დასაბუთების უნარი . კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით. |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი მარკერები, სათანრიგო ცხრილი. |
კომენტარი |
18 September 2011
თემა | წილადის ძირითადი თვისება |
---|---|
მიზნები | ისწავლოს წილადის ჩაწერა უკვეცი წილადის სახით; იმსჯელოს წილადის ძირითად თვისებაზე და გამოიყენოს იგი პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს; გამოუმუშვდეს: წილადების გრაფიკული გამოსახვის და პირიქით გრაფიკულად გამოსახული წილადის აღქმის უნარი. საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.1 გამოსახავს წილადს უკვეცი ფორმით; გამოსახავს
წილადს სასრული ათწილადით შესაბამის შემთხვევაში.
მათ.VI.2. იყენებს წილადის ძირითად
თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული
რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
|
აქტივობები | 1. დავალების განხილვა კლასთან ერთად. 2. ვიხსენებთ წილადის ძირითად თვისებას; 3. აქტიური მოსმენა მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითს წილადის უკვეცი ფორმით გამოსახვაზე და სხვა მნიშვნელზე გადაყვანაზე. 4. თნამშრომლობით სწავლება. ჯგუფური დავალება (გვ.31) 5. ნამუშევრების წარდგენა მსჯელობა დასაბუთებით. 6. შეჯამება, შეფასება 7. დავალება |
შეფასება | შეფასდება ჯგუფური სამუშოს მიხედვით დავალების წარდგენისა და დასაბუთების უნარი . კლასთან ერთად მუშაობის დროს კითხვა-პასუხით წილადის ძირითადი თვისების გამოყენების უნარი . |
რესურსები | წიგნი, რვეული, დაფა, ფერადი ცარცები. |
კომენტარი |
თემა | წილადები |
---|---|
მიზნები | გაიხსენოს წილადის ცნება; განმარტოს და გამოიყენოს მნიშვნელისა და მრიცხველის შინაარსი; შეაფასოს და შეადაროს წილადები. მოახდინოს წილადების გეომეტრიული ინტერპრეტაცია. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.1.
წილადის გამოსახულებაში უთითებს მის მთელ და წილად
ნაწილებს, წილადის მრიცხველს და მნიშვნელს; იყენებს ამ ცოდნას წილადების შეფასების/შედარებისა და დალაგებისას;
|
აქტივობები | 1. გონებრივი იერიში ა) მოსწავლეებს ვთხოვთ დაასახელონ წილადები. დაფაზე ვწერთ არეულად; ბ) გავახსენებთ წილადის ცნებას და წილადის სახეებს; გ) წინასწარ გამზადებულ ცხრილში მოსწავლეებს გადავატანინებთ მათ მიერ ნაკარნახებ წილადებს. მოვახდენთ მათ კლასიფიკაციას ჯერ წესიერი და არაწესიერი წილადების მიხედვით, შემდეგ 1-თან შედარებით. შევაჯამებთ და განვაზოგადებთ თვისებებს 2. პრაქტიკული დავალებების ამოხსნა წყვილებში; 3. დავალების განხილვა შეფასება; 4. წილადების გეომეტრიული გამოსახვა მრავალკუთხედებისა და რიცხვითი სხივის მაგალითზე. 5. პრაქტიკული მაგალითების განხილვა მთელ კლასთან ერთად 6. გაკვეთილის შეჯამება 7. შეფასება დავალების მიცემა |
შეფასება | შეფასდება მოსწავლის უნარი მოახდინოს წილადების კლასიფიკაცია თვისებების მიხედვით; მონიშნოს წილადი რიცხვით სხივზე; გამოსახოს გეომეტრიულად მაგ: მრავალკუთხედის დაყოფის მაგალითზე |
რესურსები | ფლიფჩატის ქაღალდზე დახაზული ცხრილი |
კომენტარი |
17 September 2011
თემა | ნატურალური რიცხვების ჩაწერა და დალაგება |
---|---|
მიზნები | გაიხსენონ ნატურალური რიცხვების ჩაწერა და მათი წარმოდგენა გაშლილი ფორმით; იმსჯელონ რიცხვის ჩაწერის პოზიტიურ სისტემაზე, თანრიგებზე და კლასებზე; შეადარონ ნატურალური რიცხვები; განუვითარდეთ მსჯელობა დასაბუთების უნარი. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა |
მათ.VI.1. მოცემული (მაგალითად, ხუთი, ექვსი
ან შვიდი) ციფრებით ქმნის უდიდეს/უმცირეს (ხუთნიშნა, ექვსნიშნა
ან შვიდნიშნა) რიცხვს;
მათ.VI.4. იყენებს პოზიციური სისტემის შესახებ ცოდნას,
ამოწურვის და გამორიცხვის ხერხებს ამოცანების ამოხსნისას
|
აქტივობები | 1. მასალის გამეორება აქტიური მოსმენით 2.შვიდნიშნა ნატურალური რიცხვის სათანრიგო ცრილის შევსება. მსჯელობენ პოზიციურ სისტემაზე და ციფრის მნიშვნელბაზე მისი პოზიციის მიხედვით. კლასებად დაყოფის მნიშვნელობაზე დიდი რიცხვების წაკითხვის დროს. უდიდესი და უმცირესი, მომდევნო და წინა რიცხვებზე. 3. მუშობა მთელ კლასთან. წარმოვადგენთ რიცხვებს გაშლილი ფორმით და პირიქით. 4. ინდივიდუალური დავალება. #12, 15, 18, 25, 28 5. დავალების განხილვა 6. გაკვეთილის შეჯამება 7. შეფასება, დავალების მიცემა |
შეფასება | მოსწავლეები შეფასდებიან მიმდინარე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. მათი ცოდნა შეფასდება: კითხვებზე პასუხით, ინდივიდუალური დავალებით, მსჯელობის უნარით |
რესურსები | ბორდმარკერის დაფა, ფერადი მარკერები |
კომენტარი | შეიძლება მომზადდეს პრეზენტაცია თანრიგებზე და კლასებზე უფრო ეფექტური აღქმისათვის. |
Subscribe to:
Posts (Atom)