თემა | რიცხვის წილადზე გამრვლება |
---|---|
მიზნები | ისწავლოს წილადის რიცხვზე გამრავლება. გამოიყენოს წილადებზე მოქმედებები გამოსახულებებისა და განტოლებების ამოხსნის დროს.იპოვოს რიცხვის ნაწილი გამრავლების გამოყენებით. |
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობა | მათ.VI.2.1.
იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების
მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
მათ.VI.6.1. ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის (წრფივი გამოსახულებით მოცემულ) ტოლობას, უტოლობას ან განტოლებას; |
აქტივობები | მოსწავლეები უკვე ფლობენ წილადების შეკრების უნარებს. აქედან გამომდინარე გაკვეთილის დასაწყისში გავახსენოთ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების წესი და შევთავაზოთ რამდენიმე შეკრების მაგალითი, რომელიც შეძლება ჩაიწეროს გამრავლების სახით:
ამ მაგალითების განხილვის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ ჩამოაყალიბონ რიცხვის წილადზე გამრავლების წესი.
რიცხვის წილადზე გამრავლებისას ეს რიცხვი გავამრავლოთ წილადის მრიცხველზე, ხოლო მნიშვნელი უცვლელად გადავიტანოთ.
ცოდნის გამყარებისა და მისი პრაქტიკული გამოყენებისათვის დავსვათ პრობლემა:
ექსკურციის მარშუტით გასავლელია 8 კმ. რა მანძილი გაიარა მოგზაურთა ჯგუფმა, თუ ცნობილია, რომ მათ გაიარეს მარშუტის 3/4 ნაწილი?
სავარაუდოდ მოსწავლეთა ნაწილი ამოცანას ამოხსნის შემდეგი ფორმით: 8 : 4
მამამ ხელფასის 13/20 ნაწილი დახარჯა. რამდენი ლარი დახარჯა მამამ, თუ მისი ხელფასი 390 ლარია. ამ ამოცანის ორივე გზით ამოხსნის შემთხვევაში ადვილად შესამჩნევია რიცხვის წილადზე გამრავლების და შეკვეცის გამოყენების სიმარტივე. ამაზე მსჯელობას მოსწავლეები კარგად მოახერხებენ და დასკვნის გამოტანაც მათ მიანდეთ. |
შეფასება | |
რესურსები | |
კომენტარი |
04 January 2012
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment