04 January 2012


    
თემა  რიცხვის  წილადზე გამრვლება    
მიზნებიისწავლოს წილადის რიცხვზე გამრავლება. გამოიყენოს წილადებზე მოქმედებები გამოსახულებებისა და განტოლებების ამოხსნის დროს.იპოვოს რიცხვის ნაწილი გამრავლების გამოყენებით.
შედეგები, ესგ-სთნ შესაბამისობამათ.VI.2.1. იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;

მათ.VI.6.1.  ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის (წრფივი გამოსახულებით მოცემულ) ტოლობას, უტოლობას ან განტოლებას;
აქტივობებიმოსწავლეები უკვე ფლობენ წილადების შეკრების უნარებს. აქედან გამომდინარე გაკვეთილის დასაწყისში გავახსენოთ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების წესი და შევთავაზოთ რამდენიმე შეკრების მაგალითი, რომელიც შეძლება ჩაიწეროს გამრავლების სახით:
ამ მაგალითების განხილვის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ ჩამოაყალიბონ რიცხვის წილადზე გამრავლების წესი.
რიცხვის წილადზე გამრავლებისას ეს რიცხვი გავამრავლოთ წილადის მრიცხველზე, ხოლო მნიშვნელი უცვლელად გადავიტანოთ. 
ცოდნის გამყარებისა და მისი პრაქტიკული გამოყენებისათვის დავსვათ პრობლემა:
ექსკურციის მარშუტით გასავლელია 8 კმ. რა მანძილი გაიარა მოგზაურთა ჯგუფმა, თუ ცნობილია, რომ მათ გაიარეს მარშუტის 3/4 ნაწილი?    
სავარაუდოდ მოსწავლეთა ნაწილი ამოცანას ამოხსნის შემდეგი ფორმით: 8 : 4 3=6. აქ უნდა ვაჩვენოთ, რომ რიცხვის ნაწილის პოვნა შეიძლება ამ რიცხვის წილადზე გამრავლებით და ეს გზა უფრო კომფორტულია განსაკუთრებით მაშინ თუ ვიყენებთ წილადის ძირითად თვისებას. ამისათვის შევთვაზოთ კიდევ ერთი ამოცანა:
მამამ ხელფასის 13/20 ნაწილი დახარჯა. რამდენი ლარი დახარჯა მამამ, თუ მისი ხელფასი 390 ლარია.
ამ ამოცანის ორივე გზით ამოხსნის შემთხვევაში ადვილად შესამჩნევია რიცხვის წილადზე გამრავლების და შეკვეცის გამოყენების სიმარტივე. ამაზე მსჯელობას მოსწავლეები კარგად მოახერხებენ და დასკვნის გამოტანაც მათ მიანდეთ.

შეფასება
რესურსები
კომენტარი